კორძაია: ზუგდიდში ისტერიკა აქვს ხელისუფლებას, აღვირახსნილი კამპანიაა ოპოზიციის წინააღმდეგ

ზუგდიდში სრული ისტერიკა აქვს ხელისუფლებას. ვლინდება ეს ყველანაირ მოქმედებაში. ეს არის ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ის რაც გუშინ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხდებოდა ეს არის პირდაპირი მზადება გაყალბებისკენ. აღვირახსნილი კამპანიაა ოპოზიციის წინააღმდეგ. უფრო მდაბიო პოლიტიკური რეკლამებია ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. იმიტომ რომ ყველანაირ ზღვას გადაცდენილი საარჩევნო კლიპები აქვს ქართული ოცნებას ოპონენტებზე მომზადებული რაც უბრალოდ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. არ იმსახურებს ამომრჩეველი ამ ტიპის ბინძურ კამპანიას. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თამარ კორძაია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები