ჯულიან ასანჟი

შვედეთმა ასანჟის მიერ ქალის გაუპატიურების შესახებ გამოძიება ხელახლა გახსნა

ჯულიან ასანჟი
Reuters

შვედეთში გამოძიება WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მიერ ქალის გაუპატიურების შესახებ ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ხელახლა გახსნეს.

ასანჟი ბრალდებას უარყოფს. ის ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს.

ასანჟი საელჩოში გასულ თვეს დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შვედეთმა გამოძიება 2 წლის წინ დახურა, რადგან ასანჟის საელჩოში ყოფნის პირობებში გამოძიება წინ ვერ მიდიოდა.

შვედეთის გარდა ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება აშშ-შიც მიმდინარეობს.

აშშ ასანჟს ყოფილ ამერიკელ სამხედროსთან, ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საბრალდებო ოქმის მიხედვით ასანჟი მენინგს 2010 წლის მარტში სამთავრობო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა. ოქმი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა გასული წლის 8 მარტსაა ხელმოწერილი.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

კომენტარები