შუალედური არჩევნები

ბაქრაძე: ცხოვრება უნდა შევცვალოთ, პერპექტივა გავაჩინოთ, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ არჩევნები

‘‘აუცილებლად მოდით არჩევნებზე. არჩევნები არ კუთვნის იმ ხალხს ვისაც ირჩევს, არჩევნები გეკუთვნით თქვენ და არჩევნები არის თქვენი შესაძლებლობა მოითხოვოთ მეტი, მიიღოთ მეტი და შეცვალოთ ცხოვრება უკეთესისკენ. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ჭიათურაში და ყველგან სხვაგანაც ხალხი მოვა არჩევნებზე მოითხოვს ცვლილებებს მოითხოვს უკეთესობას, იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება, გაჩერებული ქვეყანა, უკან წასული ცხოვრება, დაცლილი ქალაქები და სოფლები, უცხოეთში წასული ადამიანები, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ გვაქვს, ეს ცხოვრება უნდა შევცვალოთ, პერპექტივა უნდა გავაჩინოთ და სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ არჩევნები, რომ გაჩნდეს ხვალინდელი დღის იმედი, გაჩნდეს მომავალი და გაჩნდეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯები. 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ჭიათურაში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

კომენტარები