ესპანეთი

ესპანეთში 38 მეტრიანი სასრიალო სხეულის დაზიანებების გამო გახსნიდან 24 საათში დახურეს [Video]

CNN

ესპანეთის ქალაქ კოსტა დელ სოლში 38 მეტრიანი სასრიალო გახსნიდან 1 დღეში დახურეს, რადგან არაერთი ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია.

სასრიალო ორ ქუჩას აერთებდა და როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რათა 10 წუთის შემოვლითი გზა თავიდან აეცილებინათ. მთავრობამ სასრიალოს გვერდით გზაც გააკეთა მათთვის, ვისაც სასრიალოთი სარგებლობა არ სურდათ. ციცაბო სასრიალომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. საბოლოოდ ქალაქის საბჭომ მისი დახურვა და უსაფრთხოების ნორმების ხელახლა შეფასება გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნეს, რომ სასრიალო შემოწმებული და სერტიფიცირებული იყო სპეციალისტების მიერ და მისი გამოყენების ინსტრუქციაც იყო გაკრული, მათ შორის ის, რომ დაწოლილი ჩასრიალება არ შეიძლება.

სასრიალოს სურათები და ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა.

 

კომენტარები