არჩევნები 2019

შავგულიძე: მთაწმინდა იქნება პირველი ოლქი, სადაც ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება

ევროპული საქართველო

საარჩევნო ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი  მთაწმინდაზე, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ რომ მთაწმინდის ოლქი იქნება პირველი არჩევნებზე, სადაც მოსახლეობა უარს ეტყვის ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება.   

ეს განცხადება შავგულიძემ ოქროყანაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დრო გააკეთა. მისი თქმით, ადგილობრივები საუბრობენ მიწის დაკანონების, ასევე, შიდა გზების პრობლემასა და მძიმე სოციალურ ფონზე.

"მოსახლეობას მიწის დაკანონების პრობლემა აქვს. საერთო ჯამში, მთლიანად მთაწმინდის ამომრჩევლის და კონკრეტულად ოქროყანის მოსახლეობის განწყობა არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ვინაიდან ხელისუფლებამ არ გაამართლა ჩვენი თანამოქალაქეების იმედები - არ შეასრულა არც ერთი დაპირება, არც სამართლის მოტანასთან დაკავშირებით, არც ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ჩვენს საზოგადოებას ხელისუფლების ნდობა აღარ აქვს და ისინი განწყობილი არიან იმისთვის, რომ მთაწმინდა იყოს პირველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც უარს ეტყვის ხელისუფლებას და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წააგებს საქართველოში", - თქვა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები