"ეს არჩევნები შანსია, ხელისუფლებას უარი ვუთხრათ" - ბაქრაძე ოზურგეთელ ამომრჩეველს შეხვდა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე ოზურგეთში სერი-ანასეულის ოლქში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატ კობა ზაქარეიშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. 

ევროპული საქართველოს ცნობით, ოზურგეთელები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალსა და უმუშევრობის გამო ემიგრანტად წასულ ადგილობრივებზე საუბრობენ. 

"ოზურგეთის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევნები არის მათი არჩევნები, ეს არჩევნები არის მათი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობის არჩევნები და სწორედ ასე უნდა გამოიყენოს ოზურგეთმაც და მთელმა საქართველომაც ეს არჩევნები. ეს არის შანსი, უარი ვუთხრათ ხელისუფლებას, რომელმაც არაფერი გააკეთა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად," - თქვა ბაქრაძემ. 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკური პარტიის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ევროპული საქართველოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კანდიდატს, კობა ზაქარეიშვილს, მხარს უჭერენ. 

კომენტარები