ბაღდათის მერია

ბაღდათის მერია: მერიის დელეგაცია ბერლინში ანსამბლ "საირმის" ნაცვლად არ წასულა

topnews.com.ge

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში ფესტივალზე, მერი არჩილ გოგსაძე და მერიის სხვა თანამშრომლების ფოლკლორული ანსამბლ „საირმე-ს“ ნაცვლად წავიდნენ. განცხადებაში წერია, რომ მერი ნამდვილად იმყოფება ბერლინში ფესტივალზე „ მაიაკოვსკის ნაკვალევზე, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს,“ თუმცა ამბობენ, რომ გოგსაძე იქ გერმანული მხარის ოფიციალური მიწვევითა.

"აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი გასული წლის ოქტომბერში ბაღდათში ჩაეყარა. რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძეა. ამჯერად ფესტივალის მეორე ეტაპი ქალაქ ბერლინში მიმდინარეობს.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანიაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ფოლკლორული ანსამბლი „საირმე“ უნდა ყოფილიყო და არ მოხდა მათი წარმოჩენა, სიმართლეს არ შეესაბამება და სააგენტოს მიერ გამიზნულად მოხდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. დელეგაციას ბერლინში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლეკტებული. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოდან ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბათუმის მომღერალთა გუნდი მონაწილეობს და ასევე რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის შემოქმედებითი ჯგუფებია წარმოდგენილი.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ანსამბლი "საირმე" გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ანსაბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფესტივალზე თავად გამგზავრებულიყვნენ.

კომენტარები