უკვდავთა პოლკი

ბავშვების ნამღერი День Победы ნინოწმინდაში, ღონისძიებას ოცნების დეპუტატი მკოიანიც დაესწრო

"უკვდავთა პოლკის" ქართულმა ანალოგმა აქცია ნინოწმინდაშიც გამართა, აქციაზე ბავშვებს საბჭოთა სიმღერები, მათ შორის День Победы ამღერეს, ღონისძებაზე ჩანდა საბჭოთა სიმბოლიკაც. ვიდეომასალას ტელეკომპანია რუსთავი ორი ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ თავშეყრას ქართული ოცნების დეპუტატი, ნინოწმინდის მაჟორიტარი პარლამენტში ენზელ მკოიანიც ესწრება.

რუსთავი ორთან საუბრისას, ქართული ოცნების დეპუტატი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და ამბობს, რომ არ იცის ვინ შეარჩია სიმღერები ღონისძიებისთვის. "სხვა სახელმწიფოზე ლაპარაკი არ მინდა, დღეს 9 მაისია...ამ ბავშვებს მშვიდობა უნდათ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია," - ამბობს მკოიანი.

პრორუსულმა ძალებმა "უკვდავთა პოლკის" ანალოგიურ მსვლელობა დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს, მათ შორის თბილისში. 

კომენტარები