უცხოური ვალუტის რეზერვები

აპრილში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 145 მილიონი დოლარით გაიზარდა

REUTERS | Associated Press

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერევების სტატისტიკა განაახლა, საიდანაც ირკვევა, რომ აპრილის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 422 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. დღევანდელი კურსით, ეს 9.3 მილიარდ ლარზე მეტია.

აქედან დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, დანარჩენი 700 მილიონი კი ნაღდი უცხოური ვალუტისა და დეპოზიტებისგან შედგება.

წინა თვესთან შედარებით, რეზერვები 4%-ით, ანუ 145 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, წლიური ზრდა კი 582 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (20.5%).

დღეის მდგომარეობით, 2019 წლის აპრილის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ისტორიაში.

აპრილის მონაცემებით, ოფიციალური სარეზერვო აქტივები ჯამში 3 მილიარდ 623 ლარს აჭარბებდა.

 

კომენტარები