შუალედური არჩევნები

სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით, “ისტორიული თბილისის რევიტალიზავიისა და განვითარების გეგმა.” იოსელიანმა წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების ხედვა და ისტორიულ უბნებში,ადგილობრივი მოსახლეობის შენარჩუნების გენერალური სტრატეგია.

“ეკონომისტებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ვინც მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ვერასა და ოქროყანაში ცხოვრობს, ჰქონდეს რეალური და სოლიდური შემოსავალი. ამ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, ყველა ოჯახში, ყველაზე პესიმისტური გათვლით, მინიმუმ 1000 დოლარი იქნება ყოველთვიური შემოსავალი. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მიერ შემუშავებულ პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება და კონკრეტულ სარგებელს მიიღებს,”- თქვა იოსელიანმა.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები