თურქეთი

სტამბოლის მერის არჩევნების ხელახლა ჩატარების გადაწყვეტილებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა

ეკრემ იმამოღლუ

ევროკავშირის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელახლა ჩაატარონ სტამბოლის მერის არჩევნები მას შემდეგ, რაც არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოუწოდეს თურქეთის საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ ახსნან ეს გადაწყვეტილება.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმა გადაწყვეტილებას "გაუგებარი" უწოდა. გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობამ და წამყვამა ევროპარლამენტის წევრმა, გაი ვერჰოფსტადმა, რომელმაც თქვა, რომ "თურქეთი დიქტატურისკენ მიიწევს."

ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ გასულ თვეში წააგო მერის არჩევნები, თუმცა ერდოღანმა დამარცხების აღიარებაზე უარი თქვა.

სამართლიანობის და განვითარების პარტიის თქმით, ადგილი ჰქონდა შეცდომებს, რაც არჩევნებს ბათილად ცნობს. 23 ივნისს ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას ორშაბათს სტამბოლში პროტესტი მოჰყვა.

"თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საფუძვლად უდევს ევროკავშირის და თურქეთის ურთიერთობას," - ამბობს ევროკავშირის დიპლომატიური ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი.

საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა თურქეთს პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს, პლურალიზმს, სამართლიანობას და გამჭვირვალობას. ევროპარლამენტის ლიბერალების ლიდერმა ვერჰოფსტადტმა Twitter-ზე დაწერა, რომ სტამბოლის არჩევნების ხელახლა ჩატარება შეუძლებელს ხდის თურქეთის ევროკავშირში შესვლაზე საუბარს.

ოპოზიციის კანდიდატი, ეკრემ იმამოღლუ, რომელმაც გაიმარჯვა მერიის არჩევნებში, აღწერა გადაწყვეტილება, როგორც "ვერაგული." მან საარჩევნო კომისია ერდოღანის წნეხისადმი დამორჩილებაში დაადანაშაულა. 

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ პრინციპებს, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 82 მილიონი პატრიოტი, რომელიც იბრძოლებს, ვიდრე არ დადგება უკანასკნელი მონეტი ჩვენი დემოკრატიისთვის. ერთად ვიდგეთ, მშვიდად ვიყოთ, ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ."- წერს იმამოღლუ.

ერდოღანის თქმით, არჩევნების მეორედ ჩატარება " საუკეთესო ნაბიჯი იყო, რომელიც გააძლიერებს ჩვენ ნებას, გადავჭრათ პრობლემები დემოკრატიის და კანონის ფარგლებში. ის ამტკიცებს,რომ წინა არჩევნები არალეგალური იყო და მეორე არჩევნების ჩატარება წარმოადგენს დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური არჩევნები გაიმართა, რომელიც აღიქმებოდა როგორც ერდოღანის მმართველობის რეფერენდუმი. მიუხედავად იმისა, რომ ედოღანის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმათა 51% მოიპოვა, სეკულარისტმა თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა დედაქალაქ ანკარაში, იზმირში და ასევე სტამბოლში,სადაც ერდოღანი ერთ დროს მერი იყო, 14 000 ხმით გაიმარჯვა. 

კომენტარები