თურქული ლირა

სტაბოლში ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა

Simon Dawson / Bloomberg

თურქული ლირა კიდევ გაუფასურდა და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბან ნიშნულს მიაღწია. ვალუტაზე წნეხი კიდევ უფრო მას შემდეგ გაიზარდა, რაც თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლში არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალის არჩევნები დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორში ეჭვები და მღელვარება გაზარდა.

"ამ ქმედებით ინვესტორები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტების არამდგრადობასა და სისუსტეში" აცხადებს ილია გოფშთეინი, ნიუ-იორკის Standard Chartered-ის ვალუტის კურსის სტრატეგი.

მმართველმა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობს, თურქეთის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები წააგო.

ერდოღანის გადაწყვეტი ლება, არ შეგუებოდა არჩევნების შედეგს სტამბოლში, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა განვითარდა, დაგმო ოპოზიციამ და ერდოღანის ავტორიტარულ მმართველობის ზრდად შეაფასა.

თურქეთის ეკონომიკა ერდოღანის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მართველი პარტიის დიდ ქალაქებში მარცხის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეკონომიკურ რეცესიას ასახელებენ.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების  შემდეგ ლირა 3%-ზე მეტით დაეცა, ამ დროისათვის 1 აშშ დოლარი 6.14 თურქულს ლირას შეადგენს.

კომენტარები