ნარკოდანაშაული

ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ირანის ორმა მოქალაქემ ნარკოტიკი საქართველოში "სხეულში დამალვის გზით" შემოიტანა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" და 51,3823 გრ. "ჰეროინი", ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. "ჰეროინი", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს, რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და უკანონო შენახვის მუხლებით წარედგინათ. 

კომენტარები