"ვარსკვლავური ომების" პერსონაჟის ჩუბაკას როლის შემსრულებელი მსახიობი პიტერ მეიჰიუ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი "ვარსკვლავურ ომებში" 1977 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა.
პიტერ მეიჰიუს სიმაღლე 2 მეტრი 22 სანტიმეტრი იყო და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა ის ჩუბაკას როლზე დაამტკიცა.
"მან მთელი გული ჩადო ჩუბაკას როლში, ეს ყველა სცენაში ჩანს" - ამბობს მსახიობის ოჯახი.
მსახიობის გარდაცვალებას მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ. ჰარისონ ფორდმა Twitter-ზე დაწერა, რომ პიტერი კარგი კაცი იყო და ის უყვარდა.
"ის იყო დიდი კაცი დიდი გულით, ერთგული ადამიანი"- დაწერა მსახიობმა მარკ ჰამილმა.
პიტერ მეიჰიუ 30 აპრილს, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.