ამინდის პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, ელ-ჭექი - როგორი ამინდი იქნება 7 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურას, 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსს ვარაუდობენ.

კომენტარები