ჯორჯ კენტი არის ძალიან ღრმად ჩახედული საქართველოს მიმდინარე პრობლემების საკითხში. როგორც უსაფრთხოების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით და ბუნებრივია, ჩვენ, როგორც პარტნიორი პარტია ჩვენი დიდი სტრატეგიული მოკავშირის შეერთებული შტატების, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველა პრობლემაზე. დაწყებული საგარეო გამოწვევებით და ასევე, როგორ მოქმედებენ ისინი ქვეყნის შიგნით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დემოკრატიაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენი პოზიცია საზოგადოებამ კარგად იცის, ჩვენ ვთვლით, ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო გზაზე დგას. დემოკრატიის ეროზიის, უსაფრთხოების რისკების ზრდის და საზოგადოების ნდობის ვარდნის თვალსაზრისით, სახელწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სახიფათო გზა არის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს იციან და უნდა იცოდნენ დეტალებში
tbl.ge/3ns6
დაკოპირდა

თქვა გიგა ბოკერიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ჯორჯ კენტთან და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, როს უილსონთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




