ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ბარსელონას რიგებში მე-600 გოლი გაიტანა

Reuters

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ბარსელონას რიგებში მე-600 გოლი გაიტანა. 

ეს ჩემპიონთა ლიგის 1-ლი მაისის ნახევარფინალურ მატჩზე მოხდა, როცა ბარსელონამ ლივერპული 3:0 დაამარცხა. 

მესიმ ბარსელონას რიგებში თავისი პირველი გოლი ზუსტად 14 წლის წინ, 2005 წლის 1-ლ მაისს გაიტანა. 

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 600 გოლი 683 თამაშში გაიტანა. 

რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ გოლებს - მათი რიცხვი 112-ია და მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს შედეგს ჩამორჩება, რომელსაც 126 გოლი აქვს გატანილი. კრიშტიანო რონალდოს კლუბის რიგებში ასევე 600 გოლი აქვს გატანილი, მე-600 გოლი მან 28 აპრილს, იუვენტუსის რიგებში, მილანის ინტერის წინააღმდეგ გაიტანა. 

კომენტარები