პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.
გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის.
გახარიამ გუშინ, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს პირევლი სხდომის დასრულების შემდეგ თქვა მთავარი საკითხი, რაზეც ის პარლამენტში ისაუბრებს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებია.
პლენარული სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული





