ლევან მურუსიძე

ჩუგოშვილი მურუსიძე-შავგულიძის დებატზე: პოლიტიკურ დებატებში მოსამართლის ჩართვა ცუდი იდეაა

მე არ ვიცი, მურუსიძე-შავგულიძის გუშინდელი დებატების გამართვა ვისი იდეა იყო. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ დებატებში მოსამართლის ჩართვა ცუდი იდეა იყო. მოსამართლეს არაფერი არ ესაქმება პოლიტიკურ განხილვებში და პოლიტიკურ ჭიდილებში. როგორც ჩანს, რამდენიმე მოსამართლეს ამის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვს. სხვადასხვა ეთერებითთუ სოციალური ქსელებით პოლიტიკურ დებატებში მათი შემოსვლა არ ცხრება. ეს პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის, რომ არის დამაზიანებელი, ამას არ ვდარდობ. ვდარდობ იმას, რომ სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელია. ვფიქრობ, რომ სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც გული შესტკივათ სასამართლოს სისტემაზე, ამასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ადამიანი, რომელიც თავს მათ ლიდერად აცხადებს და ასეთ პროცესებში შედის, ეს უკვე ყველასთვის დამაზიანებელია. სხვა მოსამართლეებმაც ამასთან დაკავშირებით შიგნით ან გარეთ, ეს ჩემი საქმე არ არის, რომ მოსამართლეებს თავიანთი აზრის საჯაროდ დაფიქსირება მოვუწოდო, მაგრამ მე მგონი ამასთან დაკავშირებით სასამართლოში გარკვეული ჯანსაღი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, რადგან ეს სასამართლოს საბოლოოდ გაანადგურებს. არ არის არც მიზანშეწონილი და არც სწორი. საერთოდ არ ვიცი, ასეთი იდეები სად ჩნდება, რადგან ძალიან ცუდი და დამაზიანებელი იდეებია“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მურუსიძისა და შავგულიძის დებატების შესახებ. გუშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში შალვა შავგულიძისა და ლევან მურუსიძის დებატები გაიმართა. თამარ ჩუგოშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები