გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი.
"შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.





