ლევან მურუსიძე

მურუსიძე: მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი, შესაბამისად, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს

თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე როგორც მოსამართლე, ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და პირადად მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი, შესაბამისად, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი

ვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ". მას დებატების დაწყებისას, ადვოკატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ უთხრა, რომ "პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული თუ ჩათრეული". შავგულიძემ მას შეახსენა, რომ მოსამართლეს კანონით ეკრძალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

კომენტარები