ზურაბიშვილის პოსტი

შსს-მ ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ტრამპის პოსტის გაზიარების შესწავლა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ტრამპის პოსტის გაზიარების გამო შსს-მ მოკვლევა დაიწყო. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს "დაწყებულია შესწავლა და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები დაიწყება გამოძიება".

გუშინ სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო, დღეს კი პრესსპიკერმა თქვა, რომ "არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც." შსს-მ ფაქტის შესწავლა სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწყო.

კომენტარები