შემოსავლების სამსახური: 8 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღვკვეთეთ

flickr.com

24-29 აპრილს, სადახლოსა და წითელ ხიდზე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებს 8 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოართვეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომანქანები.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 1000-1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები