მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა არის განსაკუთრებული ამოცანა

დღეს საქართველოში ჩვენ ვქმნით ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და თანამედროვე ეკონომიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

ჩვენთვის ადამიანი, მისი უფლებები და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი.

ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა არის განსაკუთრებული ამოცანა. სწორედ ამ მიზნით ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში იხილება საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედია, საქართველოში განათლებას, ახალგაზრდობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო და ძლიერი ქართული დემოკრატია უნდა ეყრდნობოდეს განათლებულ და ძლიერ საზოგადოებას.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლოდაციისა და ტრანსფორმაციის პროცესს და საქართველო მუდამ იქნება ჩვენი საერთო ფასეულობების ერთგული.

ამის ნათელი მაგალითი გახლავთ შარშან, ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვითაც საქართვლო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია და საქართველოს პარლამენტს მიენიჭა სრულიად განსაკუთრებული ფუნქციები.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები