ლილიან მორი პასკიე: ევროპის საბჭო მზად არის, საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს

IPN

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს. ლილიან მორი პასკიე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 

შეხვედრასასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა და ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდნენ.

ლილიან მორი-პასკიემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, დაეხმაროსს საქართველოს შიდა რეფორმების გატარებაში, ასევე, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. 

"ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ნამდვილი ევროპული მისწრაფების დემონსტრირება და მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით საკმაოდ დიდ პროგრესს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ეს გზა განაგრძოს. ჩვენ განვიხილეთ შიდა საკითხებიც, მათ შორის, სასამართლოს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა. შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ჩვენი ასამბლეა მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას შიდა რეფორმების გატარებაშიც". - განაცხადა ლილიან მორიმ (რუსთავი 2-ის თარგმანი)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს დევნილთა დასახლებას წეროვანში, გაეცნობა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

30 აპრილს კი პარლამენტში ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო სესია გაიხსნება.

კომენტარები