ხანძარი

გუდამაყრის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული

გუდამაყრის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. ცეცხლი ბალახს მოედო. ადგილზე სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.

კომენტარები