25-29 აპრილს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში 25-26 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს - მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.