გიგა ბოკერია

ბოკერია: დღეს მთავრობა მეტ ფულს ართმევს მოქალაქეს, ვიდრე 5, 6 ან 7 წლის წინ და ფლანგავს

საგადასახო ტვირთთან დაკავშირებით - თქვენ თავს იწონებდით და სწორი ნაბიჯი იყო ეს, ჩვენ მივესალმებოდით, მოგების გადასახადის შემცირებას, მაგრამ ეს ყველაფერი დააბალანსეთ უარყოფითი ნიშნით საწვავის აქციზით, სიგარეტის აქციზით, ახლა საპენსიო რეფორმით და საერთო ჯამში, დღეს მთავრობა მეტ ფულს ართმევთ მოქალაქეს ვიდრე ხუთი, ექვსი ან შვიდი წლის წინ და ფლანგავთ. მინდა ერთი კომიკური ეპიზოდი გავიხსენო - იმ საოცარი პროგრამით [აწარმოე საქართველოში] რომელსაც თქვენც იცავთ, სტარტაპების მხარდაჭერის, რომელზეც ჩვენს ფულს ფლანგავთ თქვენი გადაწყვეტილებით, რომელ ბიზნესს მისცეთ. იქ დაფინანსებული გყავთ პოლიეთილენის პარკების ბიზნესი და ახლა უუქმებთ ხალხს ამ ბიზნესს, ჩვენი ფულით თან ეს ყველაფერი. აი, ეს არის მაგალითი ქართული ოცნების მთავრობის.

კომენტარები