საპენსიო რეფორმა

ბოკერია სურგულაძეს: არ ჯობდა, ჯერ თქვენ გარკვეულიყავით და მერე წაგერთმიათ ხალხისთვის ფული?

როგორ ფიქრობთ, უფრო ლოგიკური არის თუ არა, რომ ჯერ სამუშაო ჩატარებულიყო, რაზეც თქვენ საუბრობთ - "რისკების გადაზღვევის მექანიზმი უნდა შევქმნათ" და ა.შ. და მერე დაწყებულიყო ფულის აგროვება, ჩემი აზრით, წართმევა? ლოგიკური რა არის, ჯერ შექმნილიყო ეს, თქვენ გარკვეულიყავით, როგორ უნდა მოქმედებდეთ, სად უნდა ჩადოთ ფული, ყველა ამ რისკების სწორი თუ არასწორი კრიტიკის გათვალისწინებით და მერე წაგერთმიათ ხალხისთვის ფული? ეს ლოგიკურად გეჩვენებათ თქვენ?

მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები