ჰესის მშენებლობა პანკისში

ჩიქოვანი: ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები

"არ აშენდეს ჰესი“ - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა,“ - ამი შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა. ჩიქოვანის აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები.

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე. რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი“ - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა,“ - ამბობს ჩიქოვანი.

ჩიქოვანის ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გუშინ მოხდა პროვოკაცია. ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს.

„20 მეგავატიანი ჰესი რომ დგასორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდაგამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე. მოვუწოდებ მოსახლეობას რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან და სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა," - ამბობს ჩიქოვანი.

გუშინ პანკისში მოსალხეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპრიება მოხდა. ადგილობრივები ხეობაში ჰესის მშნებელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. სპეცრაზმმა მხუთავი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ადგილობრივებმა დაწვეს პოლიციის მანქანები და ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუსაობდა. მოგვიანებით ხეობაში ადგილობრივებთან მოსალაპრაკებლად შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90% იქნება თანახმა.

კომენტარები