მოსამართლეების შესახებ კანონპროექტი

პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ ე.წ კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტი

87 მომხრე და 31 წინააღმდეგი - პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ქართულმა ოცნებამ" კომისიის მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა. კერძოდ ამოიღო ის ნაწილი, რომელიც კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს, ასევე რეკომენდაციაც, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, თუ მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის სხვა მოსამართლეების არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

ე.წ. კობახიძის კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

მას ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებენ და "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ. გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კრიტიკული დასკვნებიც.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები