გიგა ბოკერია

ბოკერია "ოცნებას": ვენეციის კომისიაზე საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? მტრული და სულელურია?

საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაექტორია გაიარა თქვენმა პოზიციამ ვენეციის კომისიის, ეუთოს და ზოგადად, გარე ექსპერტების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. თავიდან იყო პოზიცია, ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ კონსტიტუციას რაც არ ეწინააღმდეგება, ყველაფერს გავითვალისწინებთო. მერე, როცა დასკვნა მოვიდა, იყო პიარ მცდელობა - ბრწყინვალე დასკვნაა, ოპონენტებს ხმა ჩააგდებინა ვენეციის კომისიამო. მერე იყო გააზრება და უკვე წუხილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და NGO-ებმა შეცდომაში შეიყვანეს ვენეციის კომისიაო. ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა ჩასმული წინა ხელისუფლებასო. ანუ გაბრაზდით. ახლა დალაგდით და იძახით, რომ ითვალისწინებთ ამ ყველაფერს. საბოლოოდ, იქნებ გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ - ეს მტრული რეკომენდაციებია, სულელური, ანტიკონსტიტუციურს არ ითვალისწინებთ მხოლოდ თუ არა. და კერძოდ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში, თუ ეს ტესტი გქონდათ.

გიგა ბოკერია კითხვა ე.წ. კობახიძის კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

კომენტარები