ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი: როგორ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ დასკვნა

გამოცდა არის პრინციპი. როგორ ახერხებთ, რომ მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენის საკითხს აყენებთ? ეს ხომ იცით, რომ გასაჩივრდება? რეგლამენტის რომელი მუხლით ახერხებთ, რომ პრინციპი გამოგაქვთ მეორე მოსმენაზე? თუ საერთოდ აღარაფერს ფასი აღარ აქვს და როგორც თქვენ გინდათ, ისე კეთდება.

ის სიტყვათა წყობა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, ეს თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია ვიღაცებისთვის გამოიყენონ გამოცდა და ვიღაცებისთვის არა.

როგორ მოახერხეთ, ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ თავიდან ბოლომდე დასკვნა. ამ კითხვაზე ყველაზე მეტად მაინტერესებს პოლიტიკური პოლიტიკური პასუხი. დარწუნებული ვარ, უმრავლესობის ყველა წევრს ეს კითხვა აქვს - როგორ მოვახერხეთ, ჩამოვიყვანეთ ვენეციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ, რომ რასაც ისინი იტყვიან, ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამოაყირავა ამ კომისიამ ის მაგიდა, სადაც კლანს ჰქონდა გამზადებული ბენეფიტები.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვა ე.წ. კობახიძის კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

კომენტარები