ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილის მიმართ უსამართლობები იყო - როგორც ჩანს, მისი ბუნებით სარგებლობენ

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცა ინფორმაციის მატარებლები ვართ, მაგრამ არ მგონია სწორი, მის მაგივრად ჩვენ ვისაუბროთ. მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ მის მიმართ უსამართლო იყო. ისე არ არის რაღაცები, როგორც ამბობენ. გიორგი კვირიკაშვილი სხვანაირი ადამიანია და როგორც ჩანს, სარგებლობენ მისი ბუნებით. ის რაღაცებს ვერ ლახავს ისე, როგორც სხვებს შეუძლიათ გაწირონ ხო, რაღაცას გადააბიჯონ. გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანია და ძალიან კარგი ადამიანია. არ ვაქებ, მის ხასიათს გეუბნებით - ვიღაცას შეუძლია გადააბიჯოს რაღაცებს, გიორგი კვირიკაშვილი არ გადააბიჯებს და არ იკადრებს

პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესახებ TV პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები