მეკარის მკვლელობა ერევანში

სომხეთში ახალგაზრდა მეკარე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლეს

სომხეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისას, 23 წლის მეკარე მუშეგ გევონდიანი მოკლეს. ერევნის "არარატის'' ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ინცინდენტი ერევნის ადმინისტრაციულ რაიონ კანაკერ-ზეიტუნში დაფიქსირდა.

ერევნული კლუბი იზიარებს ფეხბურთელის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

"არარატის" გარდა, გევონდიანს ვანაძორის ''ლორის'' შემადგენლობაში უთამაშია. მიმდინარე სეზონში გარდაცვლილმა მეკარემ სომხეთის რანგით მეორე ლიგაში, ''არარატის'' სარეზერვო გუნდის მაისურით 5 მატჩში 17 გოლი გაუშვა.

კომენტარები