ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღება აგვისტოში დაიწყება

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღება აგვისტოში დაიწყება.

გადაღებების საწყისი ეტაპი შოტლანდიაში იქნება.

"ბეჭდების მბრძანებლის პროდუსერები იმედოვნებენ, რომ გადაღებებს ახალ სტუდიაში აგვისტოდან ნოემბრამდე დაიწყებენ", - უთხრა წყარომ Daily Record-ს.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს ამაზონი იღებს. ბიუჯეტი მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული, რაც მას ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცევს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები სერიალის შესახებ უცნობია.

კომენტარები