ბეჭდების მბრძანებელი

ძალაუფლების ბეჭდების მორიგი ტრეილერი გამოვიდა [VIDEO]

Prime Video-მ ბეჭდების მბრძანებლის სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების მორიგი ტრეილერი გამოუშვა.

სერიალი, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებს ეფუძნება, 2022 წლის 2 სექტემბერს გამოვა. სერიალზე სტუდია Amazon-ი მუშაობს. სერიალის სიუჟეტი შუახმელეთის მეორე ეპოქაში, ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის მოვლენებიდან ათასობით წლით უკან განვითარდება და ბნელეთის მბრძანებლის, საურონის მიერ ძალაუფლების ბეჭდების დამზადებას შეეხება.

ფილმში მთავარ როლებს მორვედ კლარკი, ბენჯამინ უოკერი, რობერტ არმაილო, პიტერ მალანი და სხვები ასრულებენ. სერიალი ჯონ რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებს ეფუძნება.

კომენტარები