დეპრესია

სოფი ტერნერის თქმით, GOT-ის გადაღებებისას დეპრესიაში იყო და სუიციდზე ფიქრობდა

სოფი ტერნერი

23 წლის მსახიობმა სოფი ტერნერმა ინტერვიუში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, Game of Thrones-ის გადაღებებისას მას დეპრესია დაეწყო და სუიციდზეც ფიქრობდა.

"ეს უცნაურია. ვამბობ, რომ უფრო ახალგაზრდობისას დეპრესიაში არ ვიყავი, მაგრამ მახსენდება რომ სუიციდზე ვფიქრობდი ხოლმე. არ ვიცი რატომ. შეიძლება უცნაური აღფრთოვანება მქონდა, თუმცა მახსოვს რომ ამაზე ვფიქრობდი", - თქვა სოფი ტერნერმა.

მისი თქმით, დეპრესიის მიზეზი ნაწილობრივ სოციალურ ქსელებში დაწერილი კრიტიკაც იყო.

"ხალხი ამბობდა - "ჯანდაბა, სანსამ წონაში მოიმატა", ან "სანსას სჭირდება რომ გახდეს". კომენტარები სულ ჩემს წონაზე ან იმაზე იყო, რომ ლაქიანი კანი მაქვს, მე თინეიჯერი ვიყავი, ეს ნორმალურია, ამ დროს კი ძალიან ბევრ კომენტარს ვკითხულობდი ჩემს კანზე, წონაზე და ცუდ მსახიობობაზე", - თქვა სოფი ტერნერმა.

მისი თქმით, მას აღარ ჰქონდა მოტივაცია სახლიდან გასვლის და ხალხთან ერთად გართობის.

"მე ამის მჯეროდა, ვამბობდი რომ ლაქიანი კანი მაქვს, მსუქანი და ცუდი მსახიობი ვარ. მე ბევრს ვტიროდი, ვიცვლიდი ტანსაცმელს და თან ვამბობდი, რომ სახლიდან გარეთ ვერ გავიდოდი, რადგან არაფრის გაკეთება არ მინდოდა", - თქვა სოფი ტერნერმა.

კომენტარები