დეპრესია

ჰოკინგი დეპრესიაზე: თუ თვლი რომ შავ ხვრელში ხარ, არ დანებდე - გამოსავალი არსებობს

Time.com

ორშაბათს, 8 იანვარს სტივენ ჰოკინგი 76 წლის გახდა.

ჰოკინგმა ლონდონში ლექცია ჩაატარა დეპრესიის შესახებ. მისი თქმით, დეპრესიიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

"ლექციის მთავარი მესიჯი ის არის, რომ შავი ხვრელი არც ისე შავია, როგორც მას გვიხატავენ. ის არ არის სამუდამო ციხე, როგორც ერთ დროს გვჯეროდა. თუ თვლი, რომ შავ ხვრელში ხარ, არ დანებდე - გამოსავალი არსებობს" - თქვა ჰოკინგმა.

სტივენ ჰოკინგს 21 წლის ასაკაში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, სწორედ ამიტომ ის დღემდე თეორიულ ფიზიკაში მოღვაწეობს. 

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი უიღბლობა იყო განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების ქონა, მე მაინც თითქმის ყველაფერში იღბლიანი აღმოვჩნდი. მე ბედნიერი ვარ, რომ თეორიულ ფიზიკაში ვარ, ამ სფეროში სხვა ბევრი სფეროსგან განსხვავებით ჩემი დაავადება არ არის ბორკილები. როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ცხოვრება არ გაბრაზდე, რადგან შენ დაკარგავ ყველა იმედს თუ ვერ შეძლებ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე სიცილს"- თქვა სტივენ ჰოკინგმა. 

კომენტარები