არჩევნები 2019

ევროპულმა საქართველომ სერი-ანასეულის შუალედურ არჩევნებზე კობა ზაქარეიშვილი წარადგინა

ევროპული საქართველო

გიგი უგულავამ აკაკი ბობოხიძესთან ერთად ოზურგეთში სერი-ანასეულის ოლქში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი წარადგინა - საკრებულოში მოსახვედრად აქ კობა ზაქარეიშვილი იბრძოლებს. . 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა და თითოეული არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

"ხალხს ყელში ამოუვიდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეშვიდე წელს ისევ სერიალების გადაღებას ჰპირდება. ამიტომ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით უპატრონოდ დატოვებული რეგიონები და რაიონები ემზადებიან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ დასაჯონ ქართული ოცნება და დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი აი ამ სიცრუისთვის, აი ამ გადაგდებულობისთვის, ამ უპატრონობისთვის რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და გურიაში ხდება“ - თქვა გიგი უგულავამ.

"ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებისგან ინფორმაცია პრობლემების შესახებაც მოისმინეს, რომელიც მძიმე სოციალურ და ეკონომიკური ფონს, მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ საკითხებს, კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირდება.

კომენტარები