სუდანი

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლიანი მმართველობის შემდეგ სუდანის პრეზიდენტი გადააყენეს

Gulf News

სუდანის სახელმწიფო წყაროების თანახმად, სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს. ახლო მომავალში ქვეყანაში გარდამავალი საბჭოს შეიქმნა იგეგმება.

მთავრობის წარმომადგენლებისა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბაშირი გადადგა და ამჟამად მმართველი სამხედრო საბჭოს შექმნისთვის კონსულტაციებს გადიან. მათი თქმით, ბაშირი თავის რეზიდენციაში ყოფნისას სამხედრო ძალებმა გადააყენეს.

დედაქალაქ ხარტუმში სამხედროები თავდაცვის სამინისტროსთან, ქალაქის მთავარ ქუჩებსა და ხიდებზე არიან მობილიზებულები. ისინი მალე გააკეთებენ განცხადებას.

თავდაცვის სამინისტროსთან მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა.

უცნობია, თუ რა ბედი ელის ბაშირს.

2008 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით ის მონაწილეობდა 2003 წელს სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

1993 წლიდან აშშ-მ ბაშირის მთავრობა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა რიცხვში შეიყვანა და მოგვიანებით სანქციებიც დაუწესა.  

მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გასულ კვირას დაიწყო. ვითარება დაიძაბა 9 აპრილს, როდესაც სადაზვერვოსა და უსაფრთხოების წარმომადგენლები აქციის დაშლას ცდილობდნენ, ჯარისკაცები კი მომიტინგეებს იცავდნენ.

თავდაპირველად, აქციები 2018 წლის დეკემბერში პურის ფასის გაზრდასა და ეკონომიკურ კრიზისს მოყვა.

სუდანის ოპოზიციურმა ძალებმა სამხედროებს ბაშირის გადაყენებისა და დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლისთვის დახმარება სთხოვეს.

კომენტარები