სასამართლო სისტემა

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეების არჩევის წესზე ბესელიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ეკა ბესელია
პარლამენტი

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეების არჩევის წესზე ბესელიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

მის სასარგებლოდ ხმა 4-მა დეპუტატმა მისცა, 5 წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ორჯერ ჩატარდა, ვინაიდან პირველ ჯერზე ეკა ბესელიამ თქვა, რომ ამდენი მოწინააღმდეგე ვერ დაინახა. 

ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს ეხება და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილეს. 

ბესელიას კანონპროექტი ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ალტერნატიულია და საკვანძო საკითხებზე განსხვავებული ვარიანტებია წარმოდგენილი:

ბესელიას კანონპროექტით, მოსამართლის ვაკანტური ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა ყველა იურისტს შეუძლია, კობახიძის კანონპროექტით ამ მხრივ შეზღუდვებია. 

ასევე, ბესელიას კანონპროექტით, უზენაეს სასმართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ. გამოცდა კობახიძის კანონპროექტით გათვალისწინებულია. არასამთავრობოების შეფასებით, "გამოცდის ჩამტარებელი არის საბჭო, კანდიდატებს 21 დღეს აძლევენ მოსამზადებლად, რაც, უბრალოდ სასაცილოა. ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ეს გამოცდა არის იმისთვის, რომ არასასურველი კანდიდატები მოიშორონ".

ასევე, ბესელიას კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1 წლისა. კობახიძის კანონპროექტში ეს შეზღუდვა არ არის. 

კობახიძის კანონპროექტით, მოსამართლის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით. 

ბესელიას კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს უზენაესი სასამართლოს სულ ცოტა სამი მოსამართლის მიერ მხარდაჭერილ ან საბჭოს წევრის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირების საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით

ბესელიას კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ის, რაც წერია კობახიძის კანონპროექტში - ფარდობითი კენჭისყრა, როცა, ვთქვათ, შესული 100 განაცხადიდან უნდა გადაირჩეს 45. ამას აქვს ფორმულა, რომ გრძელ სიაში (Long list) უნდა მოხვდეს წარსადგენი ვაკანსიების 2,5-ჯერ მეტი რაოდენობა. ამ 45 ადამიანის შესარჩევად საბჭო შეიკრიბება და არავინ იცის, რის საფუძველზე, ჩაატარებს კენჭისყრას - რის საფუძველზე ამჯობინებენ ერთ კანდიდატს მეორეს, იმიტომ რომ მათ არც მოუსმენენ". 

დღევანდელ სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ბესელიას კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 

იურიდიული კომიტეტის აპარატმა მთელი რიგი შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც კომიტეტის საბოლოო დასკვნაში აისახება.

კომიტეტის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს წევრის არჩევის შეთავაზებული მექანიზმი არღვევს ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის და რომ ამ კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ დოკუმენტების ფორმალურად დადარების ფუნქცია რჩება.

"გარდა ამისა, ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ ცენზს კანდიდატებისთვის, ეს არის 10-წლიანი სტაჟი. კონსტიტუცია მიუთითებს, რომ ასეთი ცენზი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ 5 წლის ფარგლებში. ეს არის არაკონსტიტუციური ნორმა, ეს რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს, არაკონსტიტუციურად ცნობს", - თქვა კომიტეტის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, არაკონსტიტუციურია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს ან ისეთ წევრს, ვისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წელი არ გასულა, არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, თუ ამას არ აქვს ინდივიდუალური კონტექსტი და მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტი არ ჩნდება. 

"ზოგადი აკრძალვა არ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის პროპორციულობის ელემენტს". 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი ასევე უარყოფითად აფასებს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ მიღებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს მოსამართლე წევრების არანაკლებ 2/3 და არამოსამართლე წევრების 2/3. 

იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ამგვარი რეგულირება არის ალოგიკური იმ ფონზე, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ რჩება უფლებამოსილება, თავად შეარჩიოს მოსამართლეები. 

კომენტარები