ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

უგულავა: ივანიშვილი პოლიტიკურად თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას

როდესაც ხელისუფალი იწყებს დამადლებას თავისი "გაკეთებული საქმეების" ხალხის მიმართ, ის ხელისუფალი სწრაფად არის სახლში გასაშვები, იმიტომ, რომ ხიფათის მეტი მისგან არაფერი არ მოდის. უტიფრობის ზეიმი იყო და აბსოლუტურად, მეორე მხრივ, სიზიფეს შრომაა ის, რასაც ეს კაცი აპირებს. ისტორიის გადაწერა და ის იერალაში, რაც მას თავში აქვს, მათ შორის, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, ის გადმოიტანოს სერიალებში და თავისი პარალელური რეალობა შემოგვახვიოს და შემოგვაჩეჩოს. ან ვხედავთ მის დახარჯულ ფულს პირდაპირ პოლიტიკურ მოსყიდვაზე ან ვხედავთ სერიალების შექმნაზე ან ის რაღაც საზიზღრობა რაც გადაიღო ერთი, მისი დაკვეთით, უამრავი მილიონი რომ დაჯდა, ახლა თავიდან უნდა გვასწავლოს საქართველოს ისტორია. ვაშა, ამ ახალ საქართველოს. ეს არის მთელი პათოსი, რაც გამომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილისგან. ისევ ვიმეორებთ, პოლიტიკურად ეს ადამიანი თუ არ გავკოჭეთ, გადაიყოლებს ქვეყანას. ყოველი დღე არის საგანგაშო უკვე ამ ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნის.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი 2-თან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები