ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბოკუჩავა: ივანიშვილის სჯერა, რომ თუ გაჩუმდება ენმ, არ იარსებებს რ2 და NGO-ები, ავშენდებით

ნაცვლად იმისა, რომ [ბიძინა ივანიშვილს] ესაუბრა ხალხის პრობლემებზე და იმაზე თუ როგორ აპირებს მათი პრობლემების მოგვარებას. ეს ადამიანი ცხოვრობს ილუზიებში, საერთოდ არ უსწორებს თვალს რეალობას და ხალხი ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ, იმისთვის, რომ გამოვიდეს და ინადიროს და უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ იმათხოვროს ხმებისთვის. ასე არ იმართება ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო და ამას აუცილებლად ნახავს ის შემდეგ არჩევნებზე.

მას სჯერა, რომ თუ გაჩუმდებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თუ აღარ იარსებებს რუსთავი 2 თავის სარედაქციო პოლიტიკით, თუ არ იარსებებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ის ასევე აკრიტიკებს და ლანძღვას და ქვეყანაში არ იქნება განსხვავებული აზრი, მაშინ ავშენდებით. ეს არის სრულიად არანორმალური წარმოდგენა ზოგადად, რეალობაზე,

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ, რ2-თან საუბარში.

კომენტარები