შავი ხვრელი

შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

ასტრონომებმა გადაიღეს შავი ხვრელის პირველი გამოსახულება, რომელიც დედამიწისგან 500 მილიონი ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული (55 მილიონი სინათლის წელიწადი).

ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძიმე შავი ხვრელია, რომელიც არსებობს. მისი ზომა ჩვენი მზის სისტემისას აღემატება და მისი მასა ჩვენი მზის მასაზე 6.5 მილიარდჯერ დიდია. 

რადბოუდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰეინო ფალკე ამბობს, რომ შავი ხვრელი აღმოაჩინეს ელიფსურ გალაქტიკაში სახელად Messier M87.

შავი ხვრელი იმდენად მკვირი ობიექტია, რომ მისი გრავიტაციისგან თავის დაღწევა არაფერს შეუძლია. შავი ხვრელები ნაწინასწარმეტყველებია ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებების მიხედვით, ასტროფიზიკოსი კარლ შვაცერშილდის მიერ 1915 წელს. 

ასტროფიზიკოსები ფიქრობენ, რომ ზემასიური შავი ხვრელები ძრავებია, რომლებიც ენერგიით ამარაგებს გალაქტიკის ბირთვს. ფოტო შავი ხვრელის არსებობის საბოლოო დადასტურებაა. 

კომენტარები