შავი ხვრელი

5:00-ზე ასტრონომთა გუნდი შავი ხვრელის პირველ ფოტოს წარმოადგენს

10 აპრილს საქართველოს დროით 5:00-ზე, ასტრონომთა გუნდი, რომელიც რადიოტელესკოპთა ქსელ Event Horizon-ს მართავს, შავი ხვრელის პირველ გამოსახულებებს წარადგენს.

მსოფლიოს გარშემო იმართება რამდენიმე კონფერენცია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მათგანი National Science Foundation-ის ვებგვერდზე, ან ქვემოთ ჩამაგრებულ ფლეიერში. 

ფოტოზე არ იქება აღბეჭდილი შავი ხვრელის ცენტრი, ვინაიდან სინათლე, რომელიც გამოსხივდება მისგან, თავად შავი ხვრელის მიერ შთაინთქმება. ამის ნაცვლად, ჩვენ დავინახავთ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს, სივრცე-დროის რეგიონს, რომელიც გარს არტყამს შავ ხვრელს.

შავი ხვრელი იმდენად მკვირი ობიექტია, რომ მისი გრავიტაციისგან თავის დაღწევა არაფერს შეუძლია. შავი ხვრელები ნაწინასწარმეტყველებია ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებების მიხედვით, ასტროფიზიკოსი კარლ შვაცერშილდის მიერ 1915 წელს. 

ასტროფიზიკოსები ფიქრობენ, რომ ზემასიური შავი ხვრელები ძრავებია, რომლებიც ენერგიით ამარაგებს გალაქტიკის ბირთვს. ფოტო შავი ხვრელის არსებობის არსებობის საბოლოო დადასტურება იქნება. 

ერთ-ერთი ასეთი ობიექტი, რომლებსაც ასტრონომები სწავლობდნენ ცნობილია როგორც Sagittarius A. ის ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში, ვარსკვლავთშორისი მტვერის და აირის სიღრმეებშია ჩაფლული და მისი მასა 4.1 მილიონი მზისას უტოლდება. მეორეა გალაქტიკა ელიფსური გალაქტიკის, Meissier 87-ის ცენტრი, ქალწულის თანავარსკვლავედში.

 

კომენტარები