ივანიშვილის ინტერვიუ

ხოშტარია: გუშინ ვნახეთ, რომ ივანიშვილს აშინებს ევრ. საქართველოს და თავდემების ერთიანობა

ჩვენ გუშინ ვიხილეთ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშინებს  ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ერთიანობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა მისი უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე, მას აშინებს შალვა შავგულიძის პიროვნება. როგორც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა შავზე თეთრი, შალვა შავგულიძე არის სამართლიანობისთვის ბრძოლის განსახიერება და მურუსიძე არის მოძალადე ჯალათი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა მოძლადე ჯალათზე, რომ დაიმორჩილოს სასამართლო და ჰგონია, რომ შეგვასაღებს თითქოს, შალვა შავგულიძეს რაიმე პრობლემა აქვს სამართლიანობასთან. ძალიან ცხადია, რომ ის შალვა შავგულიძეში მეტოქეს ხედავს, იმიტომ რომ შავგულიძე არის ის, ვინც დაამარცხა მურუსიძე სტრასბურგში, თავის დროზე და ბოლომდე მიიყვანა გირგვლიანის უსამართლო საქმე და ასევე დაამარცხებს მთაწმინდაზე თბილისში და მერე მთლიანად საქართველოში ივანიშვილს.

ივანიშვილის ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, მას სჭირდება მონები და არა თანამებრძოლები, იმიტომ, რომ ის იბრძოდა არა პრინციპისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის ლანძღავს და ტყუილებს იძახის ყველა ადამიანზე, ვინც მისგან მიდის. გუშინ ჩვენ დავინახეთ, მისი მთავარი აქცენტი, მემგონი ორასჯერ ახსენა შალვა შავგულიძე, მიტომ რომ მან დაინახა რეალური საფრთხე ამ პრინციპულ ადამიანთან ჭიდილში. პრინციპულ ადამიანთან და პრინციპულ გაერთიანებასთან ჭიდილში, ესაა ყველაზე მთავარი გუშინდელი ინტერვიუდან.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები