9 აპრილი

შავგულიძე: 9 აპრილის გმირები სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე

9 აპრილი ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტია ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ქართველმა ხალხმა საჯაროდ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რასაც რუსეთმა მყისიერად ტანკებითა და სისხლით უპასუხა. ასე დაიწყო რუსეთმა დაუფარავი სამხედრო აგრესია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც შემდგომ გააგრძელა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ომებით.

9 აპრილის გმირები სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე და ამ ვალის გადახდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად აღდგენით შეგვიძლია მხოლოდ. ეს ვალი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ.

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ისაუბრა.

კომენტარები