ქართული ოცნება

ზალკალიანი წერილზე: ივანიშვილის წერილში 9 აპრილზე ზუსტი აქცენტებია გაკეთებული

წერილი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი. ზუსტი აქცენტები არის გაკეთებული 9 აპრილზე, 9 აპრილის მნიშვნელობაზე. სწორედ იმაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ აუცილებელია ერთიანობა, აუცილებელია კონსოლიდაცია, აუცილებელია იმ პოზიტიური, დადებითი მუხტის რაციონალურად მიმართვა, რომელიც იყო ცხრა აპრილს. სწორედ მაშინ შევძელით ჩვენ ეს, როცა ეს მუხტი მივმართეთ სწორი გზით და რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საუბრობს ქართული ოცნების დამფუძნებლისა და თავმდჯომარის, ბიძინა ივანიშვილის, წერილზე, რომელიც მან 8 აპრილს გაავრცელა. წერილში ივანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიისა და შემდგომი წლების მისეულ ხედვას გვთავაზობს.

კომენტარები