საქართველოს სამეფო სახლი

ადვოკატი: ეს ცირკი ემსახურება იმას, რომ ანა ბაგრატიონმა დავით ბაგრატიონს 90 000 ლარი წადღლიზოს

დავის მეორე ეპიზოდი ეხება თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას, კერძოდ, ჩემმა მარწმუნებელმა 2014 -2015 წლებში შეიძინა 2 ავტომობილი. ქალბატონი ანა აცხადებს, რომ ამ ავტომობილებზე, როგორც თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე, აქვს საკუთრების უფლება. ისინი იურიდიულად 2016 წელს გაიყარნენ. დავა მიდის 90 000 ლართან დაკავშირებით. ქალბატონი ანა ამბობს, რომ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებაა. ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ ამ დროს თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. მოწინააღმდეგე მხარე კარგავს 90 000 ლარს. ეს ცუდი დასაკარგია. ამიტომ წამოწიეს ძალადობის ელემენტი. თუ ისინი დაადასტურებენ, რომ ქალბატონი ანა ცხოვრობდა ბატონ დავითთან, როგორც მეუღლე 2014-2015 წლებში, ე.ი, ქონება ექვემდებარება გაყოფას. მთელი ეს ცირკი, შაპიტო, ემსახურება ერთ რამეს, რომ ქალბატონმა ანამ წადღლიზოს ბატონ დავითს 90 000 ლარი

დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ადვოკატის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, "დავით ბაგრატიონი არ დაუშვებს, ამდაგვარი სცენა იხილოს საქართველომ, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ადის ქალაქის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის შეურაცხმყოფელი, ეს არის დამამცირებელი მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის".

კომენტარები